суббота, 8 декабря 2012 г.


პროექტის სახელწოდება: საქართველოსთვის დამახასიათებელი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის  საგანგებო სიტუაციები.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გამოიკვლებვენ საქართველოსათვის დამახასიათებელ საგანგებო სიტუაციებს (მეწყერი, მიწისძვრა), ეკოლოგიურ წონასწორობის დარღვევასთან დაკავშირებულ საგანგებო სიტუაციებს.
პროექტის აქტუალობა: ამ თემის შესწავლით მოსწავლეები გააცნობიერებენ, თუ რა და რა სახის საგანგებო ვითარება შეიძლება შეიქმნეს საქართველოში, გაიაზრებენ მათი თავიდან აცილების,  პროგნოზირებისა და დაცვის საშუალებებს.
პროექტის მიზნები: კლევის, კომუნიკაციისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება; მოსწავლეები გაეცნობიან ადამიანის ადგილს ბუნებაში, მოახდენენ საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციას, შეისწავლიან საგანგებო სიტუაციებიდან გამოწვეულ დამაზიანებელ ფაქტორებს ;
მონაწილეთა ასაკი: 14 წ.
ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება სხვადასხვა პრეზენტაციის ფაილები (საგანგებო სიტუაცია, საქართველოს დამახასიათებელი საგანგებო სიტუაციები, საგანგებო სიტუაციის პროგნოზირება და მათგან თავის დაცვა); ელექტრონული ჟურნალი ,,საქართველოსთვის დამახასიათებელი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის  საგანგებო სიტუაციები“, შეიქმნება ბლოგი, რომელზეც განთავსდება შექმნილი ელექტრონული მასალები; შეიქმნება ანგარიში;
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ბიბლიოთეკა.

პროექტის მსვლელობა: საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები. მოსწავლეთა ერთ ნაწილს დაევალება მოიძიონ და ელექტრონულად აკრიფონ საგანგებო სიტუაციის არსი. მეორე ნაწილს დაევალება მოიძიონ საქართველოს დამახასიეთებელ საგანგებო სიტუაციები და შექმნან საპრეზენტაციო ფაილები. ერთ ნაწილს დაევალება მოიძიონ და დაამუშავონ ეკოლოგიურ წონასწორობის დარღვევასთან დაკავშირებულ საგანგებო სიტუაციები. მეორე ნაწილს დაევალება მოიძიონ და დაამუშავონ საგანგებო სიტუაციების პროგნოზირების, თავიდან აცილების და მათგან თავის დაცვის საშუელებები; მოხდება საერთო დასკვნების გამოტანა და მოძიებული ინფორმაციის შეჯერება; მოსწავლეები ადგილობრივ სამაშველო და სეისმურ მონიტორინგის ცენტრთან თანამშრომლობის საშუალებით შექმნიან საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში განვითარებულ ბუნებრივ საგანგებო სიტუაციებს და მათი გამოწვევის სავარაუდო მიზეზებს. ყველა ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით პროექტის მონაწილეები იმუშავებენ ელექტრონულ ჟურნლის ,,საქართველოსთვის დამახასიათებელი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის  საგანგებო სიტუაციები“-ს შექმნასა და რედაქტირებაზე.  შეიქმნება პროექტის ანგარიში და მოხდება პროექტის პრეზენტაცია სკოლის მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების წინაშე. პროექტის დასასრულს მოსწვლეები შეავსებენ თვითშეფასების ბარათებს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება;
პროექტის ხელმძღვანელი: ირმა მგელაძე;
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: irmasarfi@gmail.com;
პროექტის ბლოგი: sarfi10.blogspot.com